„კარუსელებზე“ საუბარი კობახიძისთვის ღიმილის მომგვრელია

21-11-2020 23:20:33 პოლიტიკა

ძალიან მშვიდი არჩევნები იყო, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საია–ს განცხადებას არჩევნებში მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, არჩევნებმა რეალურად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ხოლო თუ ვინმეს დარღვევებთან დაკავშირებით რაიმე ფაქტები გააჩნია, ამას რეაგირება მოჰყვება.

"არანაირი პრობლემა არსად არ დაფიქსირებულა, თუ ვინმეს აქვს რაიმე მტკიცებულება იმის, რომ სადმე რაიმე პრობლემა იყო, წარმოადგინონ ეს მტკიცებულებები, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, ყველა ხედავდა, რამდენად მშვიდ ვითარებაში წარიმართებოდა ეს არჩევნები და არანაირი მიზეზი და საფუძველი არავის არ ქონდა იმისთვის, რომ რაიმე პრობლემა სადმე შექმნილიყო. აქედან გამომდინარე, თუ ფაქტები იქნება, ბუნებრივია, მზად ვართ რეაგირებისთვის, მაგრამ ჩვენ მიჩვეულები ვართ - პირველ ტურშიც იგივე იყო, მეორე ტურშიც, „კარუსელებზე“ როცა საუბრობენ იმ ვითარებაში, რაც დღეს იყო, ეს არის სასაცილო და ღიმილისმომგვრელი, ჩვენი ოპონენტები ამასაც არ ერიდებოდნენ,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის: საია-ს განცხადებით, კენჭისყრის პროცედურები მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა და ადგილი ჰქონდა მათი დამკვირვებლების მიმართ განხორციელებულ მუქარასაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები