ზახაროვა: “ნატო უკრაინასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის”
04/12/2020 09:25:04 პოლიტიკა
მოსკოვი ჩვეულ ანტიდასავლურ პროპაგანდას არ ეშვება და ირწმუნება, რომ "ნატო თავის საქმიანობაში რთავს საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც ერთობლივი სწავლებებისას რუსეთის წინააღმდეგ წვრთნიან". შესაბამისი განცხადება დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
მისივე თქმით, მოსკოვი შეშფოთებულია შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს გააქტიურებით, თვლის რა, რომ ეს მოქმედებები რეგიონულ სტაბილურობას არყევს.
«მოდერნიზდება ბულგარეთის, რუმინეთის ინფრასტრუქტურა, მათ ტერიტორიებზე იშლება შემტევი შეიარაღება, წვრთნებისას მუშავდება სცენარები, რომლებიც, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს გულისხმობს. ეს ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. იძულებულები ვართ, გავითვალისწინოთ ალიანსის სამხედრო აქტივობის ზრდა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. შავი ზღვის რეგიონში უკვე გვაქვს უსაფრთხოების სანაპირო ქვეყნების მიერ დაცვის გამოცდილება. რეგიონში იმ ახალი მოთამაშის გაჩენა კი, რომელიც აშკარად არ მოსულა კეთილი ზრახვებით, არყევს რეგიონულ სტაბიოლურობას და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ბზარს აჩენს», – აღნიშნა ზახაროვამ.
იხილეთ ასევე: ნატო - სოხუმისა და ცხინვალისთვის: რეალური საფრთხე, თუ კრემლის "ბუა"?
მანამდე ნატო-მ კვლავ გააკეთა განცხადება საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ორივე ქვეყანასთან დიალოგის გაძლიერების განზრახვის შესახებ. ამასწინანდელი მინისტერიალის მონაწილეებმა ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი პაკეტი დაამტკიცეს.