Accentnews.ge
ოქრუაშვილს პარლამენტში 6–მდე დეპუტატის შესვლის მოლოდინი აქვს:  „მძიმე სამუშაო გვექნება“

ოქრუაშვილს პარლამენტში 6–მდე დეპუტატის შესვლის მოლოდინი აქვს:  „მძიმე სამუშაო გვექნება“

08/12/2020 08:42:43 პოლიტიკა

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელ ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტში რამოდენიმე დეპუტატის შესვლის მლოდინი აქვს.

„კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 "ოპოზიციონერის" კეთილების დისერტაციაზე.

თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ“,– წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

ანალოგიური მოლოდინის შესახებ განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთმა დამუძნებელმა თაკო ჩარკვიანმაც.

ცნობისთვის: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს და მათი საჯარო პოზიციის თანახმად, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პარალელურად, სახელისუფლებო გუნდსა და საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციონერი ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიპლომატების ჩართულობით. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ხელისუფლება განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს, აღნიშნული კი ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. თუმცა ირიბი მინიშნებები გაკეთდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების თაობაზე პოზიციების დაახლოების შესახებ.

8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S