დეკანოიძე: „ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება“
09/12/2020 10:22:01 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის პოზიცია სუსტია.
მისი თქმით, მთავარი ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა და არა საარჩევნო სისტემაზე "ხელისუფლებს მიერ გადმოგდებული რამდენიმე ცვლილება".
"საარჩევნო კოდექსში ცვლილებას, რომელსაც "ოცნების" წარმომადგენლები გვთავაზობენ, პარლამენტში შესვლა არ სჭირდება: თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამას "ოცნება" ისედაც გააკეთებს. ვიცი ჩვენი პარტიის პოზიცია, ვიცი ოპოზიციის უმრავლესობის პოზიცი: ჩვენთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, რიგგარეშე არჩევნების და არჩევნებამდე მისასვლელი გზის დადასტურების გარეშე ცალკე დოკუმენტი, შეთანხმება და რაღაც რამდენიმე გადმოგდებული ცვლილება საარჩევნო კომისიებში, ეს ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ჟვანიას გამოცვლაზეც კი არ არის საუბარი. მე არ ვიცი, თუ ამაზე, პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება რამე გაიცვალოს, ჩემთვის ეს იქნება ოპოზიციის ერთობის დარღვევა და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მემეტება არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმ პარლამენტში შესასვლელად", - თქვა დეკანოიძემ „ფორმულას“ ეთერში.
იხილეთ ასევე: ელისაშვილი პარლამენტში შესვლის პირობას ასახელებს


