Accentnews.ge
ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის არჩევნების უბარიერო პროპორციული წესით ჩატარება პარლამენტში შესასვლელად საკმარისია

ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის არჩევნების უბარიერო პროპორციული წესით ჩატარება პარლამენტში შესასვლელად საკმარისია

09/12/2020 13:27:34 პოლიტიკა

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის „ქართული ოცნების“ მხრიდან უბარიერო პროპორციული წესით ყველა შემდგომი არჩევნების ჩატარების შემოთავაზება პარლამენტში შესასვლელად საკმარისია.

„მოლაპარაკების მაგიდაზე ყველამ პირველივე დღიდან იცოდა, რომ ყველას ერთი და იგივე საკითხი არ აწუხებდა. სხვადასხვა საკითხი იყო, რომელიც ამ პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო. ალეკო ელისაშვილმა მისი პრიორიტეტი დაასახელა, მეც დავასახელე ცოტა ხნის წინ „გირჩის“ პრიორიტეტი. სხვაც დაასახელებს ალბათ და ეს მნიშვნელოვანია –კარგი პროცესია.

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ „ქართულ ოცნებასთან“. შემოვიდნენ პარლამენტში, დაუჭირონ მხარი და ამითი განვმუხტოთ ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ამ ქვეყანაში არსებობს. ეს იქნება ჩემი საჯარო მოწოდება“,– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის: 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ელჩების მედიატორობით სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრები მიმდინარეობს. მე–5 მსგავსი შეხვედრა 10 დეკემბერსაა ჩანიშნული, 11 დეკემბერს კი მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები პარტია „ლელოს“ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტს მანდატების გაუქმების განაცხადით მიმართავენ, დაუკმაყოფილდებათ, რაც განსხვავებული პოზიციაა უწინდელთან შედარებით; პარტიები ვერ მიიღებენ დაფინანსებას, თუ ბოიკოტის რეჯიმში დარჩებიან; ამასთან, დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

მანამდე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის პირობა დაასახელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S