სამადაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებები ჩაშალა“
09/12/2020 13:59:35 პოლიტიკა
ენმ–ის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა.
„კობახიძის დღევანდელი განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებები ჩაშალა. 11 დეკემბერს, დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა შეიკრიბება“,– წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები პარტია „ლელოს“ ოფისში თათბირობენ. მანამდე ცნობილი იყო, რომ სახელისუფლებო გუნდის წევრებთან დიპლომატების მედიატორობით შეხვედრა 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო. შეხვედრის შემდეგ გაირკვვა, გეგმავს თუ არა ოპოზიცია შეხვედრაზე მისვლას.
შეხვედრას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტს მანდატების გაუქმების განაცხადით მიმართავენ, დაუკმაყოფილდებათ, რაც განსხვავებული პოზიციაა უწინდელთან შედარებით; პარტიები ვერ მიიღებენ დაფინანსებას, თუ ბოიკოტის რეჯიმში დარჩებიან; ამასთან, დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.


