Accentnews.ge
ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე „მოქალაქეები“ არ მივიდნენ

ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე „მოქალაქეები“ არ მივიდნენ

09/12/2020 14:19:37 პოლიტიკა

„ლელოს“ ოფისში, სადაც ამ წუთებში ოპოზიცონერი ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, განსხვავებით წინა შეხვედრებისგან, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები არ მისულან.

„აქ არავინ არ იმყოფება“,– განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, ოპოზიციონერი ლიდერები დაესწრებიან თუ არა სახელისუფლებო გუნდთან 10 დეკემბრისთვის დადგეგმილ მეხუთე შეხვედრას, რომელიც დიპლომატების მედიატორობით იმართება და დაწერს თუ არა დეპუტატის მანდატის მქონე ყველა პოლიტიკოსი 11 დეკემბერს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას.

ცნობისთვის: 9 დეკემბერს „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი საკუთარ გამოსვლაში „ევროპულ საქართველოს“ დაუპირისპირდა და პარლამენტში შესვლის პირობა დაასახელა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, 8 დეკემბრის სეხვედრაზე ალეკო ელისაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ერთმანეთს ელჩების თანდასწრებით მწვავედ დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S