Accentnews.ge
თევდორაძე – ენმ–ის გაუქმებაზე: „ამ საკითხებზე კობახიძის მხრიდან ახლა მსჯელობა სასაცილოა“

თევდორაძე – ენმ–ის გაუქმებაზე: „ამ საკითხებზე კობახიძის მხრიდან ახლა მსჯელობა სასაცილოა“

09/12/2020 14:45:44 პოლიტიკა

„პარტიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე არასერიოზულად აღიქვამს „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის ინიცირებას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ სახელისუფლებო გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა „ნაციონალური მოძრაობის“ კონტექსტში ისაუბრა.

გოჩა თევდორაძე მმართველ გუნდს ახსენებს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მე–9 მოწვევის პარლამენტში მსგავსი ინიციატივა ორჯერ დააყენა და იგი ორჯერვე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო.

„ახლა ამ საკითხებზე კობახიძის მხრიდან მსჯელობა სასაცილოა“,– აღნიშნა თევდორაძემ.

პოლიტიკოსი მმართველ გუნდს მოუწოდებს, შეხვედრებზე, რომელიც დიპლომატების მედიატორობით მიმდინარეობს, შედეგზე იყოს ორიენტირებული, რადგან ერთპარტიული პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს.

„ასეთი პარლამენტი ვერ განახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვერ მიიღეს საერთაშრისო შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, რომელიც ეხება სასაზღვრო თემებს, ტერიტორიული მთლიაობის აღდგენას (ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია), ვერ მიიღებს ორგანულ კანონს –ასეთი პარლამენტი არალეგიტიმური იქნება, ვერ იფუნქციონირებს და თავისთავად დადგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი“,– დასძინა თევდორაძემ.

იხილეთ ასევე: „საარჩევნო სისტემის ცვლილება გაყალბებული არჩევნების კომპენსირებას ვერ მოახდენს“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S