Accentnews.ge
რა გეგმა აქვს ოპოზიციას 11 დეკემბრისთვის

რა გეგმა აქვს ოპოზიციას 11 დეკემბრისთვის

09/12/2020 17:15:06 პოლიტიკა

იმ შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ითვლება ბარიერგადალახულად, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 11 დეკემბერს ოპოზიციის მიერ პარტიული სიების ჩახსნის თაობაზე განცხადების დაწერის შემდეგ, დეპუტატები ინდივიდუალურად მიმართავენ პარლამენტს და უარს იტყვიან დეპუტატის მანდატზე.

ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, თუ სახელისუფლებო გუნდთან მოლაპარაკების მე–5 რაუნდი ჩაინიშნება, ოპოზიცია ამ შეხვედრაზე მივა და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

„ვინც არ უნდა გამოაკლდეს, ბოიკოტი გრძელდება. პარლამენტი იქნება ერთპარტიული – ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყეტილება, როდესაც მივიღეთ სრული გაყალბება და „ქართული ოცნების“ სრული უტიფრობა“, – განაცხადა უგულავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვედრაზე რამ გამოიწვია კამათი, უგულავამ უპასუხა, რომ ოპოზიციის მცირე ნაწილის აზრით, მათ განცხადების დაწერა ცოტა ხნით უნდა გადადონ:

„რა თქმა უნდა, არის განსხვავებული აზრი. უმცირესობას მიაჩნია, რომ იქნებ განცხადების დაწერა ცოტა დაყოვნდეს, მაგრამ პრინციპული პოზიციაა. კანონით, ინდივიდუალური განცხადების დაწერა უწევს მას შემდეგ, რაც სიები ჩაიხსნება, ეს მოუწევს დაახლოებით, 17 დეკმბერს. სამწუხაროდ, ერთადერთი ლეგიტიმური გზა დარჩა ბოიკოტი. ამის მიღმა სხვა ალტერნატივას „ქართული ოცნება“ არ ტოვებს“.

შეხვედრას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტს მანდატების გაუქმების განაცხადით მიმართავენ, დაუკმაყოფილდებათ, რაც განსხვავებული პოზიციაა უწინდელთან შედარებით; პარტიები ვერ მიიღებენ დაფინანსებას, თუ ბოიკოტის რეჯიმში დარჩებიან; ამასთან, დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

შეხვედრას "მოქალაქეების" წევრები არ ესწრებოდნენ. მანამდე კი პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა პარლამენტში შესვლის პირობა დაასახელა.

ცნობისთვის: 11 დეკემბერს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S