Accentnews.ge
იოსელიანი – „სტრატეგია აღმაშენებელზე“: „გული ძალიან მწყდება“

იოსელიანი – „სტრატეგია აღმაშენებელზე“: „გული ძალიან მწყდება“

10/12/2020 13:38:17 პოლიტიკა

„მოქალაქეების“ გენმდივანი ლევან იოსელიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას ეხმიანება და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, სიას ანულებდე, მეორეს მხრივ – მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გსურდეს.

როგორც იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ამგვარი ქმედებები "მოლაპარაკებების პროცესის ბოლომდე მიყვანას აზიანებს".

"ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დავაზიანოთ და არ შედგეს, მოდით, პირდაპირ ვთქვათ. თან მანდატზე უარს ვამბობ და არ შევდივარ, თან მოლაპარაკება მინდა, რომ მერე თუ მოვილაპარაკებთ, პარლამენტში შევიდე, ესე არ არის...ამ პროცესს უყურებს უამრავი ადამიანი, არ შეიძლება, ამ ხალხს ორპირად ველაპარაკოთ. ახლა გიორგის არ ვგულისხმობ, მაგრამ პროცესი გარედან ასე ჩანს", - ამბობს იოსელიანი.

იოსელიანის თქმით, "ისინი იქნებიან ერთადერთები, ვინც ბოლომდე იბრძოლებს, რომ შეთანხმება ბოლომდე შედგეს.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები დღეს, 10 დეკემბერს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ გააჟღერეს. ისინი სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ. მანდატებზე უარის თქმა დაანონსებული აქვთ ენმ–ს და "ევროპულ საქართველოს". "გირჩში" აცხადებენ, რომ ასევე რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში.

ცნობისთვის: მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S