სააკაშვილი – „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე: “მნიშვნელოვანია, დროზე გამოვიყვანოთ“
11/12/2020 12:14:11 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთობით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია და ახლა მთავარია, „ვინც პარლამენტში უკანონოდ შევიდა“, მათი გამოყვანა დროულად მოხერხდეს.
„არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს. ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ყველაფრის მიღწევა, ძალა არის ერთობაში.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქედან და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს სააკაშვილი.
იხილეთ ასევე: ვინ ამბობს მანდატებზე უარს დღეს


