ფოფხაძე – „ქართულ ოცნებაზე“: „კრიმინალურ–ტერორისტული დაჯგუფება“
11/12/2020 12:47:10 პოლიტიკა
მე–9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩევს, რომ ხლისუფლებაში უკანონოდ მოსული უზურპატორი ძალა კრიმინალურ–ტერორისტული დაჯგუფებაა. ამგვარად მიიჩნევს ის „ქართულ ოცნებას“, ფიქრობს რა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ხალხს არჩევანის უფლება მოჰპარა.
„დღეს რაც მოხდა, ეს სახელმწიფო გადატრიალების ოფიციალური გაფორმებაა, რმელიც უკანონოდ აიღო „ქართულმა ოცნებამ“. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი, არის ამ დანაშაულის თანამონაწილე – მათ ვუყურებ, როგორც კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელმაც ხალხს ხელისუფლება მოჰპარა“,– განაცხადა ფოფხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ფოფხაძე არასწორად მიიჩნევს კრიმინალებთან და ტერორისტებთან მოლაპარაკებების წარმოებას:
„მოლაპარაკებები აუცილებელი ფორმალური პროცესია, რომელშიც მონაწილეობა ოპოზიციამ ალბათ უნდა მიიღოს, მაგრამ მიმაჩნია, ტეროტისტებთან და კრიმინალებთან მოლაპარაკება არასწორი სტანდარტია. ხლისუფლებაში უკანონოდ მოსული უზურპატირი ძალა არის კრიმინალურ–ტერორისტული დაჯგუფება“.
ფოფხაძე ოპოზიციის ბოიკოტისადმი სოლიდარულია და ფიქრობს, რომ ეს არის მორალური თამასა, რომლითაც ოპოზიცია ახერხებს, ხალხს ერთგულება დაუმტკიცოს.
ცნობისთვის: 11 დეკემბერს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. 11 დეკემბრის მდგომარებით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
იხილეთ ასევე: ვინ ამბობს მანდატებზე უარს დღეს


