ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცსკ–ს საარჩევნო სიების ჩახსნის თაობაზე მიმართა
11/12/2020 13:03:44 პოლიტიკა
საარჩევნო ბარიერგადალახულმა ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. მათ შორის არიან:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ევროპული საქართველო;
- ლელო;
- ლეიბორისტული პარტია.
ცსკ–ს განცხადებების განსახილველად 3-დღიანი ვადა აქვს.
"სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოში ჩავაბარეთ. სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია მთლიანად ჩაიხსნა.
დღეს შეიძლება ყოფილიყო სხვა დღე საქართველოში, დღეს შეიძლება ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, ყოფილიყო კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამის ნაცვლად მვიიღეთ ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლდიერმა სერგო ჩიხლაძემ.


