კუბილიუსი - ოპოზიციის ბოიკოტზე: „მოვლენების სამწუხარო განვითარებაა, თუმცა ამას ველოდით“
11/12/2020 14:19:37 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ პარლამენტის ბოიკოტი ოპოზციის მხრიდან მოვლენების სამწუხარო განვითარებაა, თუმცა ეს მოსლოდნელი იყო.
„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზციის მხრიდან მოვლენების სამწუხარო განვითარებაა, თუმცა ამას ველოდით. იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაიაზრებენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალის წინაშე, რადგან ქვეყანა ახლა მნიშვნელოვან ეტაპზეა. ერთი მხრივ, არის გამოწვევები კავკასიაში – სომხეთი, მთიანი ყარაბაღი. მეორე მხრივაა, რუსეთი, რომელიც ამ რეგიონშია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი მოითხოვს საქართველოსგან იმის ჩვენებას, რომ ის სხვანაირია. ამავე დროს, დასავლეთიდან ისმის განცხადებები, რომლებშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება, გადაიდგას საქართველოს უფრო მეტი ინტეგრაცისკენ ნატო-სთან და ევროკავშირთან. ძალიან ცუდი იქნება, თუ საქართველო ამ შესაძლებლობას ჩააგდებს, რადგან არ ეყოლება ქმედითი პარლამენტი. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული“, – განაცხადა კუბილიუსმა საქართველოს პირველ არხთან.
დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა: პირველ სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები არიან წარმოდგენილნი.
იხილეთ ასევე: ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცსკ–ს საარჩევნო სიების ჩახსნის თაობაზე მიმართა


