„ვიდრე მანდატები გაუქმებული არ არის, შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“
16/12/2020 19:52:37 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მანდატების გაუქმებამდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესაძლებელია.
"დარჩენილია ზოგ შემთხვევაში 10 დღე, ზოგ შემთხვევაში 2 კვირა, ამ დროის გამოყენებაც შეიძლება პროდუქტიულად. ვიდრე არ არის გაუქმებული მანდატები, მანამდე შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. რომ იყოს გაუქმებული, ამ შემთხვევაში მოლაპარაკებას აზრი არ ექნებოდა.
დღეს რვავე პარტიის დეპუტატები ითვლებიან დეპუტატებად, ვიდრე ეს პროცედურა არ დაიწყება, გარკვეული დროა განსაზღვრული რეგლამენტით, 2-კვირიანი სივრცე გვაქვს, შედგეს მოლაპარაკება და მივაღწიოთ შეთანხმებას", - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ამ დროისთვის მანდატებზე უარი ხუთ პარტიას აქვს ნათქვამი.


