Accentnews.ge
ოპოზიციის გეგმები: „გეგმა არის და იქნება“

ოპოზიციის გეგმები: „გეგმა არის და იქნება“

18/12/2020 11:50:00 პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა და როგორც ჟურნალისტებს „ლელოს“ წევრმა საბა ბუაემ განაცხადა, განხილულ იქნა სამოქმედო გეგმა, თუმცა ჯერჯერობით პოზიციები არ შეჯერებულა.

მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

„მშვიდობა უკვე არ არის – ჩვენ ვიმყოფებით ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ეს კრიზისი აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და პირველ რიგში, ეკონომიკაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ გამო და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ამ მასშტაბის კრიზისის აწევა ქვეყანაში არც ერთ პოლიტკურ ძალას მარტო არ შეუძლია. ამას სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი, დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეჩერებულია „ქართული ოცნების“ გამო.

კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეჯერებული პოზიცია არ არსებობს. აქ განხილული იყო სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია უახლოეს პერიოდში, გრძელვადიან პერიოდში. ჯერჯერობით მსჯელობა არ დასრულებულა და მიდის სხვადასხვა ვერსიების განხილვა. პროტესტს და პოლიტიკურ პროცესს აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის ქუჩის პროტესტი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ახლა სამწუხაროდ, არ განიხილება პანდემიური ძალიან მძიმე ფონიდან გამომდინარე, მაგრამ ყველა ლეგიტიმურ ზომას და ფორმას ოპოზიცია გამოიყენებს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას დავანახოთ ახალი არჩევნების უალტერნატივობა. იქნება ეს მოლაპარაკებები, ქუჩის პროტესტი თუ სხვა. ქუჩის პროტესტზე ამჟამად უარის თქმა გვიწევს, რადგანაც პანდემიური აფეთქებაა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ენმ–ის წევრი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ „გეგმა არის და იქნება“:

„გეგმა არის, გეგმა იქნება, არ არის აუცილებელი, ახლა თქვენ იცოდეთ. მთავარია: ან ივანიშვილი ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ან ოპოზიცია დაიწყეს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქმციებისთვის მზადების პროცესს. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს, არ არსებობს სასამართლო, სახემწიფო არ ფნქციონირებს, ბუნებრივია, მოსახლეობის პროტესტი უკმაყოფილებაში გადაიზრდება და ეს ტრანსპორმირდება დიახ, შესაძლებელია, მათ შორის მშვიდბიან რევილუციაში“.

მისი განმარტებით, რევოლუცია არის ის, რომ ხელისუფლება არჩევნებს არ ატარებს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებს, რომ უფრო ხშირად შეიკრიბონ და საზოგადოებასთანაც მეტი კონტაქტი დაამყარონ.

"ვცდილობთ და გამოითქვა აზრი, რომ ოპოზიციური ფორმატი უფრო სტრუქტურირებული იყოს და უფრო სტურუქტურირებულად ვიმოქმედოთ. ამაში იგულისხმება ის, რომ უფრო ხშირად შევიკრიბოთ და კონკრეტულ თემებზე იყოს მსჯელობები და ასევე, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შევხვდეთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და უფრო მეტი კონტაქტი დავამყაროთ ხალხთან," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის: ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

იხილეთ ასევე: მელია: „სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას გაზაფხულისთვის დავიწყებთ“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S