
გვენეტაძე – აფხაზური „აპრას“ ბარათების საკითხზე: "თურქული ბანკებიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ"
22/12/2020 12:41:51 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სებ–მა საქართველოში ლიცენზირებული ორი თურქული ბანკიდან ინფორმაცია გამოიტხოვა. აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ "თურქულმა "Is Bank"–მა და "Ziraat Bank"–მა აფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათების “აპრას” მომსახურება დაიწყეს".
"ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პირველადი ინფორმაციის თანახმად, ეს არ ეხება ბანკებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არიან ლიცენზირებულნი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით დეტალებს დავაზუსტებთ. რამდენადაც ვიცი თავად ბანკებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებას. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ვმოქმედებთ. [ბანკებისგან ველოდებით] იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ", - აცხადებს გვენეტაძე.