Accentnews.ge
ცნობილია რატომ დატოვა ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“

ცნობილია რატომ დატოვა ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“

28/12/2020 11:46:26 პოლიტიკა

ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ და ახალი პლატფორმის დაფუძნება დააანონსა.

„გადავწყვიტე, დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა უძლიერესი იარაღია დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის. მაქვს ახალი გეგმები – ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და ამის შესახებ საზოგადოებაც ვაცნობებ“,– განაცხადა ხოშტარიამ.

მას არ დაუდასტურებია, გემავს თუ არა პლატფორმის მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებთან ერთად ჩამოყალიბებას, თუმცა აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც აქტივიზმი, ისე კოორდინირებული მტკიცე პოლიტიკური პროესი“ და მუშაობას თავად ორივე მიმართულებით გააგრძელებს.

ამასთან, მან უკვე ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

ხოშტარიას შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ პარტია ინფორმირებული იყო, ის რჩება „ევროპული საქართველოს“ მოგობრად და მუსაობას კოორდინირებულად გააგრძელებენ, რადგან ამოცანები არ შეცვლილა.

„ვიცოდით, რომ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ის ფიქრობდაბ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე, ამიტომ, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. ამის შახებ პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. ამიტომ, წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს მის ახალ გზაზე. მიზანი საერთო გვაქვს: ქვეყნის განვითარება, წინსვლა და ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს არ არის „ევროპული საქართველოდან“ გადინების პროცესი, როგორც ეს სურთ, წარმოაჩინონ. პარტიაში არანაირი განხეთქილება არ არის“,– განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტიის წევრი გიგი უგულავა ამბობს, რომ ხოშტარია „წინა ხაზის“ მებრძოლია და ასეთადვე დარჩება.

მისივე თქმით, პარტიაში განხეთქილება არაა და „არავინ არსად აპირებს წასვლას“.

„ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო და ამის უფლება ადამიანს აქვს. ამიტომ, წარმატებას ვუწურვებ“,– აღნიშნა უგულავამ.

პარტიის კიდევ ერთი წევრი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ ისურბებდა, ხოშტარიას მსგავსი გადაწყვეტილება არ მიეღო:

„ვისურვებდი, რომ ელენე ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, არ დავმალავ. მიუხედავად ამისა, გარდა პერსონალური ურთიერთობებისა, პოლიტიკური შეხედულებებითაც ამ გადაწყვეტილების შემდეგაც ალბათ, „ევროპულ საქართველოსთან“ ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება და ამიტომ, მას ვუსურვებ წარმატებებს. ღირებულებები და ამოცანები საერთო გვაქვს“.

იხილეთ ასევე: „დიდი ხანია, ხოშტარიასთან ვთანამშრობლობ, თუმცა რაიმე ახალი პლატფორმის ერთად გაკეთებაზე საუბარი არ არის“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S