Accentnews.ge
„დიდი ხანია, ხოშტარიასთან ვთანამშრობლობ, თუმცა რაიმე ახალი პლატფორმის ერთად გაკეთებაზე საუბარი არ არის“

„დიდი ხანია, ხოშტარიასთან ვთანამშრობლობ, თუმცა რაიმე ახალი პლატფორმის ერთად გაკეთებაზე საუბარი არ არის“

28/12/2020 12:42:34 პოლიტიკა

„სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ელენე ხოშტარიასთან ერთად ახალი პლატფორმის დაფუძნების გეგმების შესახებ.

„დიდი ხანია, ვთანამშრობლობ ხოშტარიასთან – საერთო პროექტები გვაქვს, თუმცა რაიმე ახალი პლატფორმის ერთად გაკეთებაზე საუბარი არ არის. არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, რადგან არ არის სიმართლე",– გნუცხადა „აქცენტს“ გიგა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის: ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა და როგორც თავადვე განაცხადა, გეგმავს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ახალი პლატფორმის მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებთან ერთად ჩამოყალიბებას, უპასუხა, რომ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც აქტივიზმი, ისე კოორდინირებული მტკიცე პოლიტიკური პროესი“ და მუშაობას თავად ორივე მიმართულებით გააგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S