წულუკიანი: „მგონი, ამ ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყვავს“
28/12/2020 13:58:11 პოლიტიკა
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებს, ამინსტიის კანონპროექტზე მსჯელობის პროცესი ჩაერთოს.
„უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყვავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თვიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა პირველ რიგში“,– განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში, ამინსტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.
იხილეთ ასევე: ამნისტია დაახლოებით, 800 ადამიანს შეეხება


