Accentnews.ge
რატომ ითხოვენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რიგი დეპუტატები ხელფასს

რატომ ითხოვენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რიგი დეპუტატები ხელფასს

30/12/2020 11:13:24 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრალესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასის ჩარიცხვის თხოვნით პარლამენტს მიმართეს.

„ზოგიერთმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშიეებით. ეს ადასტურებს, რომ დეპუტატებს აქვთ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ არიან შანტაჟის მსხვერპლი“,– განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების რეკვიზიტები პარლამენტს აქვს და მათ ხელფასები დაერიცხათ, ხოლო დეპუტატების ნაწილმა, რომელთა საბანკო რეკვიზიტები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს არ აქვს, მიმართა პარლამენტს.

„ეს კარგია: ეს აჩვენებს, რომ დეპუტატებში შემოსვლის მზადყფნაა. იმედია, ბულინგისგან გათავისუფლდებიან“,– დასძინა კობახიძემ.

მას დეპუტატები არ დაუსახელებია, თუმცა მოგვიანებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თავად მიმართა პარლამენტს მსგავსი მოთხოვნით, რათა თანხა სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხოს.

„რაც მეტ დროს გაწელავენ, მით მეტი რესურსის გამოყოფა მოუწევთ მათსავე წინააღმდეგ საბრძოლველად“,– განმარტა უგულავამ.

ირკვევა, რომ მსგავსი მოთხოვნა ამავე პარტიის წევრმა ტარიელ ნაკაიძემაც დააყენა, თუმცა განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

დანარჩენი პარტიები აცხადებენ, რომ ხელფასები არ მოუთხოვიათ და კობახიძისგან კონკრეტული გვარების დასახელებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ელჩების მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ოთხი შეხვედრა შედგა, თუმცა შეთანხმება ვერ მიიღწა.არის მოლოდინი, რომ მეხუთე შეხვედრა მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

იხილეთ ასევე: რატომ დაერიცხათ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს ხელფასები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S