ხუხაშვილი – ივანიშვილზე: „გაქცევას ჰგავს“
11/01/2021 07:42:24 პოლიტიკა
ანალიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის შეფასებით, დასარწმუნებლად, რომ ივანიშვილი ნამდვილად აღასრულებს საკუთარ განცხადებას და პოლიტიკას რეალურად დატოვებს, მხოლოდ წერილი არ კმარა, აღნიშნული საქმითაც უნდა დადასტურდეს.
ხუხაშვილის აზრით, აღნიშნულის პირველი ინდიკატორი მათ შორის ისიც იქნებოდა, რომ პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა მიეცეს, მინისტრთა კაბინები არა „ბიძინა ივანიშვილის გუნდით“, არამედ საკუთარით დააკომპლექტოს.
„გახარიას ერთი მინისტრიც არ დაანიშნინეს. ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ არის“,– აცხადებს ხუხაშვილი.
ამასთან, ხუხაშვილისთვის ივანიშვილის არგუმენტები არადამაჯერებლად გამოიყურება:
„ჩვენი მდგომარეობა გამარჯვებაზე არ მეტყველებს: წინსვლა კი არა, უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ– პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში.
სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას".
ცნობისთვის: ივანიშვილი ირწმუნება, რომ საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას, თვლის რა, რომ "მისია შესრულებულია".
ოპოზიციის რეაქცია ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ის პოლიტიკას ტოვებს


