Accentnews.ge
მდინარაძე – ახალ თავმჯდომარეზე: „გადაწყვეტილება ბოლომდეა მიყვანილი“

მდინარაძე – ახალ თავმჯდომარეზე: „გადაწყვეტილება ბოლომდეა მიყვანილი“

11/01/2021 07:58:13 პოლიტიკა

გადაწყვეტილება ბოლომდეა მიყვანილი და ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ვისი კანდიდატურა განიხილება ახალი თავმჯდომარის პოზიციაზე და არის თუ არა ეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მდინარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების განსაჯაროებამდე შიდა პარტიული პროცედურებია გასავლელი.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ პარტიული ცვლილებები სამთავრობო გუნდს არ შეეხება.

ცნობისთვის: ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის თამჯდომარის თანამდებობას სახელისუფლებო გუნდის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გადაიბარებს.

ცნობისთვის: ივანიშვილი ირწმუნება, რომ საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას, თვლის რა, რომ "მისია შესრულებულია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S