Accentnews.ge
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემა ქართულ პოლიტიკაში კვლავ აქტუალური გახდა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემა ქართულ პოლიტიკაში კვლავ აქტუალური გახდა

20/01/2021 10:04:50 პოლიტიკა

შანტაჟის მსხვერპლი ვინც არის, თავის თავს მოკითხოს. მე არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, – ასე პასუხობს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, პარტია „მოქალაქეები“ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებით მოქმედებს.

„ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და ჩვენი სინდისის კარნახით. რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, რომ ერთმანეთს აშანტაჟებდნენ, სულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, სულ ფულს იღებდნენ, ჰგონიათ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. რუსული გამოთქმა რომ არის, ყველა თავისი გარყვნილების მიხედვით ზომავს სხვასო, ჩვენ მაგ საზომებით არ გვიცხოვრია. სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირი მიზნები გვაქვს პოლიტიკაში და ამ მიზნებს ვემსახურებით-ეს არის ქვეყნის და ხალხის სამსახური და ჩვენი სინდისის კარნახი. დანარჩენი, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, იმ თავგზააბნეულმა ხალხმა, ვისაც რა ჭუჭყი მოსდის თავში, ერთმანეთს უზიარონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მანამდე კილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„გულისამრევია უკვე ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას ჭორაობა! რა გიორგი ვაშაძის კომპრომატები, რის ვანო მერაბიშვილის შანტაჟი?! ან ელისაშვილი შეწყვეტს ამ მარაზმს, ან მე მოვყვები, რა გადაუღეს და ვინ აშანტაჟებდა! იცის, რომ ვიცი! ფუ, რააა“.

ჟანტაჟის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ელისაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ და ამიტომ გააუქმა „მოქალაქეებთან“ და „გირჩთან“ დაგეგმილი შეხვედრა.

თავად ვაშაძემ აღნიშნულს „ტყუილი“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S