იაგო ხვიჩია: „ალეკო ელისაშვილის ქმედებებს ვემიჯნები“
20/01/2021 11:21:18 პოლიტიკა
"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ქმედებებს ემიჯნება, თუმცა მასთან თანამშრომლობის გაწყვეტას არ აპირებს.
მისივე თქმით, პირადმა დამოკიდებულებამ საქმის კეთებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, გაბუტული ხომ არ შეიძლება ვიყო ვინმეზე. ალეკო ელისაშვილის ქმედების მიმართ გამოვხატე პოზიცია, რომ მას არ ვეთანხმებოდი, ვემიჯნებოდი, არ მიმაჩნია სწორად და ა.შ. თუ მეკითხებით იმას, რომ ამის გამო შევწყვეტ ურთიერთობას და გინებას დავუწყებ ელისაშვილს - არა. მე სხვა პოლიტიკური პარტიები და ადამიანებიც ვიცი, რომლებიც ისე მოქცეულან ან იქცევიან, როგორც მე არ მომწონს, მაგრამ ამის გამო მე მათ არ ვაგინებ, არ ვამბობ, რომ მათი ხმები არ მჭირდება და ა.შ. არ მომწონს - ნიშნავს არ მომწონს და მეორე საკითხია, ამის გამო საქმეს გავაფუჭებ თუ არა, და არ გავაფუჭებ,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იხილეთ ასევე:
ელისაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთს ეთერში დაუპირისპირდნენ: "ხელს არ ჩამოგართმევ"
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემა ქართულ პოლიტიკაში კვლავ აქტუალური გახდა


