Accentnews.ge
„ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ“

„ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ“

21/01/2021 17:09:00 პოლიტიკა

ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ,– ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე. ეს არის რიგით მეორე სახელმწიფოთაშორისი დავა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში წარმართა და ორივე შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნების ძირითადი ასპექტები სასამართლომ გაიზიარა.

„ეს არის პირველ რიგში, თინა ბურჯალიანის (იუსტიციის მინისტრის უოფილი მოადგილე), ნიკა გვარამიას, მათ შორის, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, ზურაბ ადეიშვილის, რომელმაც შექმნა პრეცენდენტი, რომ ჩვენ წავედით სასამართლოში.

ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, შუალედური, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. მიუხედავად ყველა განცხადებებისა [ბიძინა] ივანიშვილის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონდათ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ამას მაინც მივაღწიეთ“,– განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: აგვისტოს ომი: სტრასბურგის გადაწყვეტილების რუსული ინტერპრეტაცია

რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S