სამი მოსამართლე სტრასბურგიდან, რომლებიც 2008 წლის ომის 8–12 აგვისტოს პერიოდის ნაწილში კოლეგების გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ

21-01-2021 20:48:51 სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ მოსამართლე ანა იუდკოვსკაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო.

„Silent enim leges inter arma“ („ომის დროს კანონი დუმს“) ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში მარკუს ტულიუს ციცერონის მიერ დაწერილი ეს ლათინური მაქსიმა ამ სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადასტურა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას.

„ჩვენ შეძრულები ვართ ამ არგუმენტებით. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს როლი მდგომარეობს სწორედ პრიორიტეტულად რთული ამოცანების გადაწყვეტაში“, – აღნიშნულია მოსამართლის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები