გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“

23-01-2021 00:13:04 საგარეო პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

„რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ – 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს რიგით მეორე სახელმწიფოთაშორის დავაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროკონვენციის ხუთი მუხლის დარღვევა, მათ შორის – წამება და მკვლელობები დაადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები