კადიროვის მუქარის შემდეგ ჩეჩნეთში ზაკაევის ექსტრადაციას ითხოვენ

25-01-2021 14:35:50 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს მიმართა თხოვნით, მიიღოს ზომები ჩეჩენი ოპოზინციონერი პოლიტიკოსის ახმედ ზაკაევის ბრიტანეთიდან ექსტრადაციისთვის.

როგორც ჩეჩენმა დეპუტატმა განმარტა, ეს უკავშირდება ჩეჩნეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებას, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი მოკლეს. ზაკაევმა მოკლულთა ოჯახებს მწუხარება გამოუცხადა და მათ „ეროვნული გმირები“ უწოდა.

„ტერორისტი ზაკაევი სადღეისოდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო ტერორისტებს“,– განაცხადა დეპუტატმა.

მანამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი ახმედ კადიროვი ზაკაევს მოკვლით დაემუქრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები