ზარიფი საქართველოში ვიზიტისას "3 + 3" ფორმატზეც გეგმავს საუბარს

25-01-2021 22:19:54 კავკასია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტად ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

ბაქოში ზარიფმა განაცხადა, რომ ილჰამ ალიევთან თავისი შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება, ორმხრივი თანამშრომლობა და ახალი ვითარებაა რეგიონში.

ჯავად ზარიფი აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს ეწვევა და ასევე ჩავა სომხეთში, რუსეთში და თურქეთში.

იხილეთ ასევე: რა მიზნით ჩამოდის თბილისში ზარიფი და რა უნდა აშფოთებდეს საქართველოს? - ირანელი ექსპერტის ანალიზი

AZERTAC–ის ცნობით, ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დონის თაობაზე.

„პოლიტიკის, ეკონომიკის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ძალიან ახლო იყო გასულ წლებში“,– თქვა ალიევმა და აღნიშნა, რომ წარმატებით მუშაობს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანი, რომლის გავლით ტვირთბრუნვა 20%–ით გაიზარდა.

თავად ზარიფმა განაცხადა, რომ „ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკება დაასრულა ორმხრივი ურთიერთობის და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ“.

ზარიფი „ტვიტერზე“ წერს, რომ მყარი მშვიდობა მიიღწევა რეგიონულ შეთანხმებებით, მათ შორის სატრანზიტო დერეფნის შესახებ, რაც ყველას წაადგება.

როგორც ზარიფი აღნიშნავს, მისი შეთავაზების თანახმად, რომელიც გულისხმობს რეგიონის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი) თანაშრომლობის, 3 + 3 ფორმატს, ის მოზაურობისას „შეეცდება, იმსჯელოს ამაზე, რათა ფორმატი რეალობად გადაიქცეს, რადგან ის არის ყველასთვის საინტერესო რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიზნით“, – იუწყება „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახური.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები