ჰარცელი – წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე: "ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. ეს არაეთიკურია"
03/02/2021 10:12:04 პოლიტიკა
"როდესაც მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის განსაჯაროების თემაზე საუბრისას განუცხადა.
„ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
იხილეთ ასევე: ნანუაშვილი – წულუკიანზე: "დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან რეაგირება"
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის


