Accentnews.ge
"ვისურვებდი, ელჩ ჰარცელთან განმეხილა მისი განცხადება ჩემთან დაკავშრებით"

"ვისურვებდი, ელჩ ჰარცელთან განმეხილა მისი განცხადება ჩემთან დაკავშრებით"

03/02/2021 13:29:16 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "ისურვებდა" საქართველოში ევროკავშირის ელჩ ჰარცელს პარლამენტშივე შეხვდეს და განიხილოს მის შესახებ გაკეთებული განცხადება.

"ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით", - წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჰარცელმა განაცხადა, რომ წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება "უსიამოვნო სიურპრიზი იყო" და, რომ "ეს არაეთიკურია".

"როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“.

იხილეთ ასევე: ნანუაშვილი – წულუკიანზე: "დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან რეაგირება"

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S