პარლამენტში ჰარცელისა და წულუკიანის შეხვედრა მიმდინარეობს
04/02/2021 08:30:43 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დეპუტატ თეა წულუკიანს ხვდება. შეხვედრა სქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.
შეხვედრა სავარაუდოდ, კარლ ჰარცელის გუშინდელ განცხადებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წულუკიანმა განაცხადა, რომ "ისურვებდა" ელჩ ჰარცელს პარლამენტში შეხვდეს და განიხილოს მის შესახებ გაკეთებული განცხადება.
"ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით", - წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჰარცელმა განაცხადა, რომ წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება "უსიამოვნო სიურპრიზი იყო" და, რომ "ეს არაეთიკურია".
იხილეთ ასევე: ნანუაშვილი – წულუკიანზე: "დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან რეაგირება"
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის


