Accentnews.ge
უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილს პასუხობს: " ელჩ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციებისა"

უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილს პასუხობს: " ელჩ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციებისა"

10/02/2021 10:45:34 საგარეო პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ექს–პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ ელჩ იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ამასთან, უწყება სააკაშვილს მოუწოდებს, "თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან".

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან საჯარო პირები, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეფასებული იყოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად. უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და მომავალში არ მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს. საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციებისა. უკრაინული დიპლომატია არ მოცდება მათ გამო და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის წინააღმდეგობის ეფექტიანად გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: გუშინ სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს "კორუმპირებული და მექრთამე" უწოდა. მანამდე ელჩმა განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელს არ უწობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S