Accentnews.ge
აშშ–ის კონგრესში კონოლიმ და კინზინგერმა "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" წარადგინეს

აშშ–ის კონგრესში კონოლიმ და კინზინგერმა "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" წარადგინეს

11/02/2021 10:04:51 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" წარადგინეს.

"მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია NATO–ს ასპირანტი ქვეყანაა”, - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

როგორც კონგრესმენი კინზინგერი აცხადებს, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის:

"უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის”.

იხილეთ ასევე: რას ითვალისწინებს აშშ–ის კონგრესში წარდგენილი "საქართველოს მხარდამჭერი აქტი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S