ევროკავშირმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადასცა

17-02-2021 14:50:19 საზოგადოება ,საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

​„ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და წევრ ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას გასცემს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს. დღეს იყო სამედიცინო აღჭურვილობის მორიგი მიწოდება კლინიკისთვის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადავეცით ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო მოხმარების საგნები. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე ვაქცინაციის საკითხებზეც. ევროკავშირი არის „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდების მთავარი სპონსორი და თებერვლის ბოლოს პირველ პარტიას უკვე ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იხილეთ ასევე: როდისთვის ვარაუდობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "კოვაქსის" საშუალებით ვაქცინების მიწოდების პროცესის დაწყებას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები