
ბიბილოვი ორკვირიან შვებულებაში გავიდა
01/04/2021 07:21:24 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ორკვირიან შვებულებაში გავიდა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, იგი შვებულებას სამშობლოში გაატარებს.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ამ პერიოდში "პრემიერი" გენადი ბეკოევი შეასრულბეს.
შვებულებამდე ანატოლი ბიბილოვი რუსეთში იმყოფებოდა და ოფიციალური ინფორმაციით, "ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის საბჭოს სხდომას დაესწრო".