07-04-2021 17:18:31 ადამიანი და კანონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე მეოთხე გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას გარდაცვლილის ნათესავები ავრცელებენ.
7 აპრილს მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ენგურიდან ამოასვენეს სამი მოქალაქის ცხედარი.
შამგონა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს – სიდას და თაგილონს ესაზღვრება.
იხილეთ ასევე:
„ჩემი ინფორმაციით, 11–კაციანი ჯგუფი იყო, 6 ადამიანი ცოცხალია“
„ადამიანები ქართულ და აფხაზურ წნეხში ცხოვრობენ!“ – რას ემსხვერპლნენ საქართველოს მოქალაქეები?