Accentnews.ge
სოხუმი ენგურზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება

სოხუმი ენგურზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება

07/04/2021 15:32:13 კონფლიქტები

ენგურზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ეხმიანება.

"გალის მკვიდრნი სოფელ თაგილონის მიდამოებში საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით მდინარის ფეხით გადალახვას შეეცადნენ. მათ სატრანსპორტო საშუალება ნაპირის სიახლოვეს დატოვეს და მიიღეს რა ადგილობრივისგან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მორიგე ჯგუფი იმ მომენტში აღნიშნულ რაიონში არ იმყოფებოდა, მდინარის გადალახვა დაიწყეს, თუმცა ვერ შეაფასეს რა წყლის დონე, დინებას ვერ გაუმკლავდნენ, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია», – განაცხადა დე ფაქტო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა.

სოხუმში არ გამორიცხავენ, რომ ადამიანები ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს ქართულ მხარეს დაწესებული სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გამო არღვევდნენ.

«მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებით საზღვარი ჩაკეტილია, როცა გალის რაიონის მკვიდრთ საპატიო მიზეზით საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა ესაჭიროებათ, ჩვენ მათ ენგურის გამშვებ პუნქტზე ვატარებთ, მაგრამ იქ კარანტინის გავლა უწევთ», – განმარტა ლატიპოვმა და ქართველი სამოქალაქო აქტივისტების ამასწინანდელი საპროტესტო აქცია გაიხსენა.

«საპროტესტო აქციის მონაწილეებს სურდათ, საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიექციათ იმისათვის, რომ სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა საზღვარზე ადამიანების გადაადგილებას ართულებს», – აღნიშნა მან.

დღეს, 7 აპრილს, ენგურის გადმოკვეთის დროს ოთხო ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: „ადამიანები ქართულ და აფხაზურ წნეხში ცხოვრობენ!“ – რას ემსხვერპლნენ საქართველოს მოქალაქეები?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S