"ქართული ოცნება" შექებას იმსახურებს, ჩემი რეკომენდაცია იქნება ოპოზიციისადმი, რომ მანაც იგივე გააკეთოს"

16-04-2021 19:02:35 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" შექებას იმსახურებს გადაწყვეტილების გამო, ხელი მოაწეროს ევროპული შუამავლობით წარდგენილ დოკუმენტს და ოპოზიციასაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

"ვხედავთ, რომ ევროკავშირი ცდლობს, მაქსიმუმი გააკეთოს კრიზისის მოგვარებისთვის. მიმაჩნია, რომ ყველა მხარე უნდა დაეთანხმოს ამ დოკუმენტს. "ქართული ოცნება" შექებას იმსახურებს ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღების გამო. ჩემი რეკომენდაცია იქნება ოპოზიციისადმი, რომ მანაც იგივე გააკეთოს", – განაცხადა ჰერბსტმა "აქცენტთან" საუბრისას.

კითხვაზე, "თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მოაწერს ხელს აღნიშნულ დოკუმენტს, აღიქმება თუ არა პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად?", ჰერბსტმა შემდეგი განაცხადა:

"მე მგონი, უკვე ყველასთვის ნათელია, რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულებას".

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები