Accentnews.ge
ირანში 20 წლის გეი მოკლეს, სავარაუდოდ - ძმებმა

ირანში 20 წლის გეი მოკლეს, სავარაუდოდ - ძმებმა

10/05/2021 13:26:54 სამართალი

ირანში 20 წლის ალირეზა მონფარედი სავარაუდოდ, ძმებმა მოკლეს, რომლებმაც მისი ჰომოსექსუალობის შესახებ შეიტყვეს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებამდე მივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალირეზას სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების მიზეზი სწორედ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია გახდა, - იუწყება რადიო "ფარდა".

ახალგაზრდა 4 მაისს ხუზესტანის პროვინციაში მოკლეს. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მისი ძმა და ბიძაშვილებიც მონაწილეობდნენ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, 20 წლის გეის თავი მოკვეთეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი.

მოკლულის პარტნიორმა - აგჰილ აბაიათმა უამბო "რადიო თავისუფლებას", რომ 8 მაისს ალირეზა მონფარედი მასთან თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა.

BBC კი იუწყება აუდიოჩანაწერების შესახებ, რომლებზეც მონფარედი ნათესავების მხრიდან მუქარაზე და ირანიდან გაქცევის გეგმაზე საუბრობდა.

ჰომოსექსუალობა ირანში სიკვდილით ისჯება. ამის გამო სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იძულებულები არიან, ორიენტაცია მალონ. ირანში მათ მდგომარეობას ცოტა ხნის წინ გაერო-ს სპეცმომხსენებელმაც მიუძღვნა ანგარიში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S