პაატა იმნაძის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

22-06-2021 22:21:17 მითები და რეალობა

ღია სივრცეში პირბადის ტარების აკრძალვის მოხსნის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელია მოადგილის პაატა იმნაძის სახელით ყალბი განცხადება გავრცელდა.

„პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება განაპირობა ახალმა კვლევებმა, რომლის თანახმადაც პირბადეში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის და მეტია დაინფიცირების შანსი“,– ნათქვამია ყალბ განცხადებაში, რომლის ავტორობასაც იმნაძე არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ თავშეყრის ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, პირბადის ტარება მთავარ რეკომენდაციად რჩება.შეგახსენებთ იმასაც, რომ პირბადს ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეში, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში.

იხილეთ ასევე: რომელი შეზღუდვები იხსნება საქართველოში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები