ჯონ ჰერბსტი:"საქართველო აშშ-ს ძლიერი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში... ვაშინგტონი ამას დიდად აფასებს"

24-06-2021 10:54:23 კონფლიქტები ,კომენტარი

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორის ჯონ ჰერბსტის განცხადებით, "ყარაბაღის მეორე ომის შედეგად განხორციელებული ცვლილებები აჩენს როგორც გამოწვევებს, ასევე შესაძლებლობებს".

როგორც "აქცენტს" ანალიტიკოსმა განუცხადა, "საქართველომ პოზიტიური როლი შეასრულა გამოწვევების გადასაჭრელად და შესაძლებლობების შესასწავლად".

"ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აშშ-ს ძლიერი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. საქართველომ ჩვენთან ერთად იმუშავა უსაფრთხოების პრობლემებზე როგორც რეგიონში, ისე მის მიღმა. ვაშინგტონი ამას დიდად აფასებს. ჩვენი თანამშრომლობა პატიმრების გათავისუფლების საკითხზე მხოლოდ ერთ–ერთი ბოლოდროინდელი მაგალითია. ყარაბაღის მეორე ომის შედეგად სამხრეთ კავკასიაში განხორციელებული ცვლილებები აჩენს როგორც გამოწვევებს, ასევე შესაძლებლობებს. საქართველომ პოზიტიური როლი შეასრულა გამოწვევების გადასაჭრელად და შესაძლებლობების შესასწავლად" - განუცხადა "აქცენტს" ჰერბსტმა.

ცნობისთვის, მიდმინარე წლის 12 ივნისს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ".

მათივე ცნობით, ასევე შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

ამავე თემაზე: „კავკასიაში 100 წლის განმავლობაში პირველად, ვითარება არსებითად იცვლება“ – ძალთა გადანაცვლება რეგიონში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები