Accentnews.ge
ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მოზარდებს დაედევნენ

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მოზარდებს დაედევნენ

05/07/2021 12:11:20 სამართალი

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მოზარდებს დაედევნენ. ინციდენტი გაეროს ოფისთან, მრგვალ ბაღთან მოხდა. ადამიანთა ჯგუფი მოულოდნელად დაიძრა მოზარდების მიმართულებით, რომლებიც როგორც ჩანს, ლგბტ თემის წევრებად აღიქვეს გრძელი თმის გამო.

ადგილზე ვითარება დაიძაბა. პოლიცია კი მოძალადეებს საყვედურობდა, „ბავშვები არიან, მე–10 კლასელებზე მეტი ფერავინ ნახეთ?“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაახოებით, სამი პირია გაყვანილი ტერიტორიიდან.

სწორედ მსგავს ფაქტებზე საუბრობდა დღეს სახალხო დამცველი. კერძოდ, ომბუდსმენის ინფორმაციით, ადამიანებს სადარბაზოებში დასდევენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საყურის ტარების გამო დღეს ტურისტი დაჭრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S