Accentnews.ge
ბჟანია: "საკითხავია, როგორ მოიქცევიან ქართველები, რომელთა დამოუკიდებლობის ხარისხი ძალზე დაბალია"

ბჟანია: "საკითხავია, როგორ მოიქცევიან ქართველები, რომელთა დამოუკიდებლობის ხარისხი ძალზე დაბალია"

13/07/2021 15:51:55 კონფლიქტები

"აფხაზური ენერგეტიკის აღდგენის კუთხით რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთქმედებას ალტერნატივა არ აქვს და ვერ ექნება" – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ადგილობრივი "სახელმწიფო" ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იხილეთ ასევე: აფხაზური ენერგეტიკა — კრახის ზღვარზე: «დავუთმობთ დარგს რუსებს? - მყისიერად დავკარგავთ სახელმწიფოსაც»

«ზოგიერთი ამხანაგი თვლის, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს ხელმძღვანელობასთან. იცით, ამ გზით სვლა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, შეიძლებოდა, გვეცადა. ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენს ირგვლივ ყოველთვის იქმნებოდა პოლიტიკური ხასიათის პრობლემები. ამ პრობლემების მატარებელი კი უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატებია. ჯერ საკითხავია, როგორ მოიქცევიან ქართველები, რომელთა დამოუკიდებლობის ხარისხი ძალზე დაბალია, თუ მათ ეტყვიან, იმოქმედონ ასე ან ისე», – განაცხადა ბჟანიამ.

იხილეთ ასევე: აფხაზეთში შესაძლოა, ინტერნეტი გათიშონ

მისივე მტკიცებით, ამჟამად საუბარია "ენერგეტიკაში რუსული ინვესტიციების მიზიდვაზე და არა დარგის გასხვისებაზე". «დეტალებზე კი მოვილაპარაკებთ», – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S