Accentnews.ge
მინისტრი მიკროფნს არ აბრუნებს, ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა

მინისტრი მიკროფნს არ აბრუნებს, ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა

22/07/2021 15:19:18 სამართალი

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ მიკროფონის დასაბრუნებლად, რომელიც ვიცე–პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წაართვა, პატრული გამოიძახა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილზე პატრული გამოცხადდა, თუმცა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოვიძახეთ, შევეცადე ამ ფორმით დამებრუნებინა მიკროფონი, თუმცა გამოკითხვის შემდეგ ეკიპაჟმა ოფიციალური განმარტება გააკეთა, რომ ისინი ვერ მიუახლოვდებოდნენ მინისტრს და დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვასაც ვერ დაუსვამენ. გამოკითხვის ოქმს გადასცემენ კრიმინალურ პოლიციას და ისინი ჩაერთვებიან შემდეგ ამ ფაქტის გამოძიებაში", - ამბობს ემა გოგოხია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მინისტრს მისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

იხილეთ ასევე: იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ, გატაცებული მიკროფონი – წულუკიანმა კანონი დაარღვია?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S