ღარიბაშვილი – სასამართლო რეფორმაზე: "რომი ერთ დღეში არ აშენებულა"

01-09-2021 12:03:42

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რეფორმებს აგრძელებენ და სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება.

"მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამას გარდა, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად. [...] ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც. ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები, ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში, ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი, რომ იტყვიან და ამას სჭირდება დრო", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები