"მინდა, ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ"

01-09-2021 14:52:11 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკას პოზიტიური დინამიკა აქვს და ამ ფონზე ევროკავშირისგან ახალი სესხის აღება გაუმართლებელი იქნებოდა.

ზალკალიანმა მედიას მოუწოდა ნუ წარმოაჩენენ "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას ისე, თითქოს ქვეყანამ კურსი შეიცვალა:

"არაერთხელ იყო განმარტება გაკეთებული როგორც პრემიერის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია. ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიური დინამიკა, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა. ვფიქრობ, არგუმენტები გასაგები იყო. მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი, გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ამავე თემაზე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები