
ბიბილოვი მეორე ვადით კენჭისყრას გეგმავს
22/09/2021 15:24:41 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მეორე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე მიანიშნებს.
«ასე ვიტყვი: ვერ ვხედავ ვერანაირ სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზს, რომელიც ხელს შემიშლიდა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად კვლავ ვიყარო კენჭი», – განაცხადა ბიბილოვმა ტელეარხ «მე-15 რეგიონისთვის» მიცემულ ინტერვიუში.
ადრე ბიბილოვი აცხადებდა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე წლის ბოლომდე ჩამოყალიბდებოდა.
ცნობისთვის: ბიბილოვს დე ფაქტო საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის გაზაფხულზე ეწურება.
მოქმედი დე ფაქტო ლიდერი დიდი ხანია, აღარ მალავს, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან მიერთებისთვის იღწვის.
იხილეთ ასევე:
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების ოსურ სეგმენტში ცხინვალის ოუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის მიმართ მწვავე კრიტიკამ იმატა - დაწყებული ხალხის მძიმე ყოფის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებისა და მხოლოდ პირად გამდიდრებაზე ზრუნვის გამო ჩივილით, დამთავრებული სისხლის სამართლის კონკრეტული დანაშაულების ჩადენის ბრალდებებით. ანატოლი ბიბილოვსა და მისი გუნდის წევრებს ყოველდღიურად უთვლიან დანაშაულებრივ ქმედებებს სხვადასხვა ტელეგრამ-არხებში.