"ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს"

24-09-2021 15:33:18 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს. უშუალოდ რომელი მწარმოებლის ვაქცინაზეა საუბარი, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

"ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის, დაახლოებით, 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA- აღნიშნავს, რომ ფაიზერის ვაქცინებს კიდევ გაუგრძელდათ ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან 9 თვემდეა გაზრდილი. გამომდინარე აქედან, ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად მოხსნილია", - თქვა მინისტრმა.

იხილეთ ასევე: ცერცვაძე: "ჩვენი მოსახლეობა საკუთარ თავს აპოკალიფსს უწყობს"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები